საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სხდომა გრძელდება. კოალიცია ცვლილებისთვის“ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, პარტიების აკრძალვის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულების ერთიანი თარიღი და მინიმუმ ერთთვიანი ვადა დაადგინოს. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა გადაწყვეტილება ადგილზე თათბირის პრინციპით მიიღო და შამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მანამდე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა „ლელოს“ შუამდგომლობა, რომელიც სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევას შეეხებოდა. სასამართლომ უარი თქვა სარჩელში მითითებული ყველა ინტერნეტ-ბმულის სხდომაზე დემონსტრირებაზე.