ოკუპირებული ტერიტორიები და უსაფრთხოების გამოწვევები - ჟენევის მოლაპარაკებების 68-ე რაუნდი - Palitra News

ოკუპირებული ტერიტორიები და უსაფრთხოების გამოწვევები - ჟენევის მოლაპარაკებების 68-ე რაუნდი

2026-11-10 20:08:55+04:00

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 68-ე რაუნდი დღეს დაიწყო და ხვალაც გაგრძელდება. შეხვედრის მთავარი საკითხები ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოება და ჰუმანიტარული ვითარებაა. მმართველ გუნდში ჟენევის ფორმატს რუსეთთან კომუნიკაციის მნიშვნელოვან საერთაშორისო მექანიზმად მიიჩნევენ და მისი შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობენ. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ხელისუფლება რუსეთის პოლიტიკის საპასუხოდ საქართველოს ინტერესებს სათანადოდ ვერ იცავს.