ოპოზიცია 28 ნოემბრის აქციისთვის ემზადება - ალიანსის მიღმა მყოფი პარტიებიც პროტესტს უერთდებიან - Palitra News

ოპოზიცია 28 ნოემბრის აქციისთვის ემზადება - ალიანსის მიღმა მყოფი პარტიებიც პროტესტს უერთდებიან

2026-11-10 20:17:02+04:00

„ოპოზიციური ალიანსი” 28 ნოემბერს საპროტესო აქცის გამართვას გეგმავს. არსებული ინფორმაციით, დემონტრაციაში მონაწილეობას ალიანსს მიღმა მყოფი პარტიების ნაწილიც მიიღებს. ოპოზიცია საპროტესტო მუხტის შენარჩუნებისა და ერთობლივი მოქმედების აუცილებლობაზე საუბრობს. აღნიშნავენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, სამოქმედო გეგმაზე შეჯერდებიან. ხელისუფლება კი მიიჩნევს, რომ ამგვარი აქციები ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება.