უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე მოლაპარაკებების ახალი რაუნდი დაიწყო. დღეს აბუ დაბიში უკრაინის, რუსეთისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლები სამმხრივ ფორმატში შეიკრიბნენ. ამერიკული დელეგაციის შემადგენლობაში სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი არიან, რუსულ მხარეს ვლადიმირ მედინსკი ხელმძღვანელობს, უკრაინულს კი - რუსტემ უმეროვი. მოლაპარაკებების მთავარი საკითხები უსაფრთხოების გარანტიები, დეესკალაცია, ჰუმანიტარული საკითხები და ომის დასრულების შესაძლო გზებია.