კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ კიდევ 69 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცა - Palitra News

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ კიდევ 69 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცა

2026-11-10 20:20:34+04:00

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 69 ოჯახს დიდ დიღომში, კომპლექს „პერსპექტივა 2-ში“ საცხოვრებელი ფართები გადაეცა. პროგრამის ფარგლებში 3 500-მდე დაზარალებული ოჯახიდან 2 500-ზე მეტი უკვე დაკმაყოფილებულია. ინტერესთა გამოხატვა გამოცხადებულია 33 პროექტზე, რომელთაგან 29-ზე სამშენებლო ნებართვა გაცემულია და სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, წლის ბოლომდე კი კიდევ 12 პროექტის დასრულება იგეგმება, რის შედეგადაც დამატებით 600-მდე ოჯახი დაკმაყოფილდება.