პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მის საქმეზე სასამართლო სხდომების დახურვას კვლავ აპროტესტებს. გავრცელებულ წერილში ის პოლიტიკურ დევნასა და მორალურ ზეწოლაზე საუბრობს. ექსპრემიერის ადვოკატები საქმის სამართლებრივი გზით გაგრძელებას გეგმავენ. მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ ღარიბაშვილმა, პირველ რიგში, მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეზე სასამართლოს კითხვებს უნდა უპასუხოს. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ექსპრემიერი იმ ხელისუფლებას უპირისპირდება, რომლის ჩამოყალიბებაშიც თავად მონაწილეობდა. ღარიბაშვილის განცხადებები პოლიტიკურ სპექტრში განხილვის საგნად რჩება.