აბუ დაბიში უკრაინის, რუსეთისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლები მოლაპარაკებების მეორე დღეს მართავენ. მხარეებმა პირველი რაუნდი კონსტრუქციულად შეაფასეს. განხილვის ძირითადი საკითხები ცეცხლის შეწყვეტა, უსაფრთხოების გარანტიები, ტყვეების გაცვლა და ჰუმანიტარული საკითხები იყო. დიპლომატიური პროცესის გაგრძელების მიუხედავად, მხარეებს ტერიტორიულ საკითხებზე კვლავ განსხვავებული პოზიციები აქვთ. სწორედ ტერიტორიული დავა რჩება ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებად შეთანხმების მისაღწევად.