დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თეირანის სამხედრო შესაძლებლობები ფაქტობრივად განეიტრალებულია - Palitra News

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თეირანის სამხედრო შესაძლებლობები ფაქტობრივად განეიტრალებულია

2026-11-11 09:54:14+04:00

ირანთან დაპირისპირების ფონზე დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თეირანის სამხედრო შესაძლებლობები ფაქტობრივად განეიტრალებულია და კონფლიქტის დასრულების პერსპექტივა არსებობს. მიუხედავად ამისა, ვაშინგტონი სამხედრო მზადყოფნას ინარჩუნებს და ირანისგან გრძელვადიანი შეთანხმების მიღწევას მოითხოვს. თეირანი კი უარყოფს შეერთებულ შტატებთან მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. ირანის ხელისუფლება ვაშინგტონს ცრუ ცნობების გავრცელებაში ადანაშაულებს. მხარეებს შორის დაძაბულობა კვლავ გრძელდება.