“ბიოგრაფი ლივინგი” ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს - Palitra News

“ბიოგრაფი ლივინგი” ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს

2026-11-11 10:20:50+04:00

“ბიოგრაფი ლივინგი” ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს. ქეთევან დედოფლის N98-ში 7 ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე თანამედროვე მრავალფუნქციური ურბანული გარემოს შექმნა იგეგმება. პროექტის არქიტექტურულ კონცეფციას საერთაშორისო ნიდერლანდური არქიტექტურული კომპანია MECANOO (“მეკანუ”) შეიმუშავებს. მხარეებმა თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი უკვე მოაწერეს. ურბანული გარემო ისნის მეტროსადგურთან ახლოს საცხოვრებელ სივრცეებს, ყოველდღიურ სერვისებსა და საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურას გააერთიანებს. ბიოგრაფი ლივინგის სხვა პროექტების მსგავსად, ეს პროექტიც 15-წუთიანი ქალაქის კონცეფციით ვითარდება, რაც საცხოვრებელ გარემოსთან ახლოს ყოველდღიური ცხოვრებისთვის საჭირო ძირითადი სერვისებისა და ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობას გულისხმობს.