ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შესაძლოა, ვლადიმერ პუტინთან კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი შედგეს - Palitra News

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შესაძლოა, ვლადიმერ პუტინთან კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი შედგეს

2026-11-11 10:31:56+04:00

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის, იონას გარ სტორეს განცხადებით, შესაძლოა, ვლადიმერ პუტინთან კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი შედგეს.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ ნორვეგია და ფინეთი ამ საუბარში მონაწილეობდნენ და არ გამოვრიცხავ, რომ კიდევ ერთი მსგავსი საუბარი შედგეს“, - განაცხადა იონას გარ სტორემ.

ასევე, სტორემ კოპენჰაგენში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ნორდიკული ქვეყნების ლიდერების შეხვედრის შესახებ განაცხადა, რომ უკრაინის მხარდაჭერა კვლავ ძლიერი რჩება.

„ჩვენ უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდამჭერები ვართ. მნიშვნელოვანია, რომ ვხვდებით, რათა განვიხილოთ როგორც მიმდინარე მოლაპარაკებები, ისე მხარდაჭერის სტრუქტურა, განსაკუთრებით ახლა, როდესაც უკრაინა რთული ზამთრის წინაშე დგას“, - აღნიშნა სტორემ.

შეგახსენებთ, 27 ოქტომბერს, ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტორემ უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართეს. ფინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, საუბარი სტუბისა და იონას გარ სტორეს მიერ იყო ინიცირებული და იგი უკრაინასთან კონსულტაციით შედგა.