დღევანდელმა დღემ ნათლად აჩვენა და მგონი, მოსამართლეებმაც კარგად დაინახეს, რომ მოსარჩელე მხარის არგუმენტები მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ მსჯელობას და შეფასებას ეყრდნობა , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, პროცესზე „რეალური და კონკრეტული მტკიცებულებები არ წარმოდგენილი“.
„დღეს მოსარჩელემ დადო პირობა, რომ დასკვნითი სიტყვით გამოსვლამდე წარმოადგენენ კონკრეტულ მტკიცებულებებს. ამ წუთამდე ჩვენ კონკრეტული მტკიცებულებები არ განგვიხილია, რომელ პარტიას რა ბრალი აქვს და ეს ბრალი რომელი მტკიცებულებით მყარდება“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.