თემურ ხადურის გარდაცვალების საქმე - დაკავებულია სამი ყოფილი პოლიციელი - Palitra News

თემურ ხადურის გარდაცვალების საქმე - დაკავებულია სამი ყოფილი პოლიციელი

2026-11-11 21:10:29+04:00

23 წლის სტიქაროსნის, თემურ ხადურის გარდაცვალების საქმეზე თერჯოლის პოლიციის თანამშრომლები დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება შსს-ს სამი ყოფილი თანამშრომელის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. ოფიციალური ვერსიით, თემურ ხადური 2024 წლის 25 აგვისტოს გაუჩინარდა, მას შემდეგ, რაც მან პოლიციის ავტომობილს ქვები დაუშინა და მას სამართალდამცველები დაედევნენ. 3-დღიანი ძებნის შემდეგ მისი ცხედარი თერჯოლის სოფელ სიმონეთთან, მდინარეში იპოვეს.