პარლამენტის ბიუჯეტი იზრდება - 2027 წელს დაფინანსება 98.4 მილიონი ლარი იქნება - Palitra News

პარლამენტის ბიუჯეტი იზრდება - 2027 წელს დაფინანსება 98.4 მილიონი ლარი იქნება

2026-11-11 21:15:00+04:00

2027 წლისათვის პარლამენტის ბიუჯეტი 3 მილიონი ლარით იზრდება - უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ბიუჯეტი, 98 მილიონ 445 ათასი ლარი იქნება. პარლამენტის აპარატის უფროსის ინფორმაციით, აღნიშნული თანხა მიმართული იქნება პარლამენტის შენობის გამაგრებითი სამუშაოებისა და IT ინფრასტრუქტურის გაძლიერებისთვის. ამავე დროს პარლამენტი 10 მილიონით 2026 წლის ბიუჯეტს იმცირებს და განმარტავს, რომ შემცირება ეკონომიის ხარჯზე ხდება.