თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მკვლელობა მოხდა - მოკლულია 2 პირი - Palitra News

თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მკვლელობა მოხდა - მოკლულია 2 პირი

2026-11-11 21:19:11+04:00

თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, გერმანულ ჰოსპიტალის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის მობილიზებაა.

ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული და ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ადგილზე მკვლელობა მოხდა, მოკლულია ორი ადამიანი.

"ინტერპრესნიუსი" დეტალების გარკვევასა და ინფორმაციის გადამოწმებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.