პარტიების აკრძალვის საქმე - სასამართლო პროცესი 12 ნოემბერს განახლდება - Palitra News

პარტიების აკრძალვის საქმე - სასამართლო პროცესი 12 ნოემბერს განახლდება

2026-11-11 21:18:21+04:00

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა დასრულდა. სხდომა 12 ნოემბერს განახლდება. დღეს სასამართლო დარბაზიდან კოალიცია ცვლილებისთვის წევრები ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი გააძევეს. მათი დაბრუნების შუამდგომლობა მოსამართლემ მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რევაზ ნადარაიამ ნიკა გვარამია სასამართლო სხდომაზე დააბრუნა, მაია კოპალეიშვილის დაშვებაზე კი უარი თქვა მიზეზად კი მისი მხიდან სასამართლო სხდომაზე წესრიგის დარღვევა და სასამართლოს შეურაცხყოფა დაასახელა. მაია კოპალეიშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ გვარამიას გაძევება მიზანმიმართული იყო და რომ მოსამარტლემ პირდაპირი დავალება ქართული ოცნებისგან მიიღო.