პაატა მანჯგალაძის საქმეში საერთაშორისო ჩართულობა იზრდება - მზადდება სარჩელი სტრასბურგისთვის - Palitra News

პაატა მანჯგალაძის საქმეში საერთაშორისო ჩართულობა იზრდება - მზადდება სარჩელი სტრასბურგისთვის

2026-11-11 21:21:30+04:00

„სტრატეგია აღმაშენებელი“ პაატა მანჯგალაძის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. პარტიის განცხადებით, საკანში გადაყვანისას მანჯგალაძე კრიმინალური მენტალიტეტის მქონე პირს შემთხვევით შეახვედრეს, პარტია პენიტენციური სამსახურისგან რეაგირებას ითხოვდ. მათი ინფორმაციით, პაატა მანჯგალაძის საქმე საპარლამენტთაშორისო კავშირის, პარლამენტართა უფლებების კომიტეტში შევიდა, რომელიც საკითხს შეისწავლის. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პაატა მანჯგალაძის საქმესთან დაკავშირებით სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში შესატანადაც მზადდება.