პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო. ცვლილებების მიხედვით, არჩევნების საბოლოო შედეგებს საოლქო კომისიების ნაცვლად ცესკო შეაჯამებს, შედეგების შეჯამების ვადა კი 26-დან 15 დღემდე მცირდება. უქმდება ასევე საოლქო კომისიების ვალდებულება, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ხუთამდე უბანზე ხმები ხელახლა გადათვალონ. ახალი წესით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრება მხოლოდ საუბნო კომისიების მონაცემების ან სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებების არასწორად თუ არასრულად ასახვის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. ცვლილებებს აფასებენ პოლიტიკოსები.