აბუ-დაბიში უკრაინის, რუსეთისა და შეერთებული შტატების ორდღიანი მოლაპარაკებები დასრულდა - Palitra News

აბუ-დაბიში უკრაინის, რუსეთისა და შეერთებული შტატების ორდღიანი მოლაპარაკებები დასრულდა

2026-11-12 10:04:37+04:00

აბუ-დაბიში უკრაინის, რუსეთისა და შეერთებული შტატების ორდღიანი მოლაპარაკებები დასრულდა. ტერიტორიულ საკითხებსა და უსაფრთხოების გარანტიებზე მნიშვნელოვანი უთანხმოებები კვლავ რჩება. რუსტემ უმეროვის განცხადებით, უკრაინისთვის პრიორიტეტი ომის დასრულება და უსაფრთხოების გარანტიებია, ვლადიმირ მედინსკი კი აცხადებს, რომ მხარეებმა ზოგიერთ საკითხზე საერთო გაგებას მიაღწიეს, თუმცა განხილვები გაგრძელდება. ამერიკელი წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას, შემდეგ კი დუბლინში ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებას გეგმავენ.