ნიუ-იორკში, ბრუკლინის ერთ-ერთ უბანში სამსართულიანი შენობა ჩამოინგრა. ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა ორი ადამიანი, დაშავდა 17, მათ შორის ოთხის მდგომარეობა კრიტიკულია. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია გრძელდება შენობა მეზობლად მდებარე სამშენებლო მოედნისკენ ჩამოიშალა, სადაც მიწის გათხრები მიმდინარეობდა. მომხდარის მიზეზს შესაბამისი სამსახურები იკვლევენ.