იური უშაკოვი - ვლადიმერ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან უკრაინის კრიზისის მოგვარების საკითხებს განიხილავს - Palitra News

იური უშაკოვი - ვლადიმერ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან უკრაინის კრიზისის მოგვარების საკითხებს განიხილავს

2026-11-12 12:39:25+04:00

ვლადიმერ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან უკრაინის კრიზისის მოგვარების საკითხებს განიხილავს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.

„დღეს სხვადასხვა საკითხებს განვიხილავთ, რომლებიც უკრაინის გარშემო არსებული კრიზისის მოგვარებას ითვალისწინებს. ყველა საკითხს განვიხილავთ, რომელიც მშვიდობიანი მოგვარების მიღწევას უკავშირდება“, - განაცხადა უშაკოვმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები, ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი დღეს დილით მოსკოვში ჩავიდნენ. კუშნერი და უიტკოფი კრემლში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდებიან.