იანვრიდან, ტურიზმის სექტორში დასაქმებულებს ჯარიმები ემუქრებათ. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს ახალი საკანონმდებლო ვალდებულების შესახებ აფრთხილებს. კერძოდ, „ტურიზმის შესახებ“ კანონის თანახმად, 2026 წლის 1-ელი ივნისიდან გიდების, ტუროპერატორებისა და ტურისტული სააგენტოებისთვის ტურისტული საქმიანობის სუბიექტების ბაზაში რეგისტრაცია სავალდებულოა. ადმინისტრაციის განცხადებით, რეგისტრაციის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ზემოთ ჩამოთვლილი სუბიექტები 2027 წლის იანვრიდან დაჯარიმდებიან. „2027 წლის 1-ელი იანვრიდან რეგისტრაციის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ამოქმედდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმა”, - აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „ტურიზმის შესახებ“ კანონის თანახმად, ტურისტული საქმიანობის განხორციელება ტურიზმის ადმინისტრაციის ბაზაში რეგისტრაციის გარეშე 500 ლარით დაჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში კი ჯარიმა 1 000 ლარი იქნება.