„ქართული ოცნება“ ევროკავშირს საქართველოს ევროპულ არქიტექტურაში როლის სათანადოდ შეფასებისკენ მოუწოდებს - Palitra News

„ქართული ოცნება“ ევროკავშირს საქართველოს ევროპულ არქიტექტურაში როლის სათანადოდ შეფასებისკენ მოუწოდებს

2026-11-12 15:47:07+04:00

„ქართული ოცნება“ ევროკავშირს საქართველოს ევროპულ არქიტექტურაში როლის სათანადოდ შეფასებისკენ მოუწოდებს, თუმცა ევროპელი ლიდერები თანამშრომლობის აღდგენის მთავარ პირობად ხელისუფლების კურსის შეცვლას ასახელებენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე განაცხადა, რომ ევროპასთან ურთიერთობების დღევანდელი მდგომარეობა საკმარისად პოზიტიური არ არის და ქართულ მხარეს ვითარების შეცვლა სურს.