საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საქმეზე დღევანდელი განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მოსამართლეების შეკითხვების უმეტესობა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, განსაკუთრებით კი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს შეეხებოდა. მიმდინარე პროცესს ხელისუფლება და ოპოზიცია განსხვავებულად აფასებენ. მხარეები ერთმანეთს სამართლებრივი არგუმენტების ნაკლებობასა და სასამართლო პროცესის პოლიტიკურ მიზნებში გამოყენებაში ადანაშაულებენ.