მოსკოვის გზავნილები საქართველოს მისამართით , ზახაროვა დასავლეთს შიდა პოლიტიკაში ჩარევაში ადანაშაულებს - როგორ აფასებენ თბილისში განცხადებას - Palitra News

მოსკოვის გზავნილები საქართველოს მისამართით , ზახაროვა დასავლეთს შიდა პოლიტიკაში ჩარევაში ადანაშაულებს - როგორ აფასებენ თბილისში განცხადებას

2026-11-12 20:03:56+04:00

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ დასავლეთი საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში ერეოდა. ამის მაგალითად უწყების პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ უცხოური გავლენის შესახებ კანონის გარშემო განვითარებული მოვლენები დაასახელა. ზახაროვას განცხადებით, დასავლეთი კანონის გაუქმებასა და საპროტესტო განწყობების მართვას ცდილობდა. განცხადება რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შოიგუს გზავნილს მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, 2024 წელს საქართველოს ხელისუფლებამ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა აღკვეთა.