საარჩევნო კოდექსის ცვლილებები - ცესკოს ახალი უფლებამოსილებები და პოლიტიკური შეფასებები - Palitra News

საარჩევნო კოდექსის ცვლილებები - ცესკოს ახალი უფლებამოსილებები და პოლიტიკური შეფასებები

2026-11-12 20:27:06+04:00

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები პირველი მოსმენით დაამტკიცა. ახალი წესით, არჩევნების საბოლოო შედეგებს საოლქო კომისიების ნაცვლად ცენტრალური საარჩევნო კომისია შეაჯამებს. შედეგების შეჯამების ვადა 26-დან 15 დღემდე მცირდება. ასევე უქმდება საოლქო კომისიების ვალდებულება, შემთხვევითი შერჩევით ხუთ უბანზე ხმები ხელახლა გადათვალონ. ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრება მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში იქნება შესაძლებელი. საკანონმდებლო ცვლილებებს პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა.