496 ათასი დოლარის გათეთრების საქმე - დაყადაღებულია 570 ათასი ლარი, ბრალდებულს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება - Palitra News

496 ათასი დოლარის გათეთრების საქმე - დაყადაღებულია 570 ათასი ლარი, ბრალდებულს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება

2026-11-12 20:28:15+04:00

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების საქმეზე უცხო ქვეყნის მოქალაქისა და იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის რეალური განზრახვის გარეშე დააფუძნა კომპანია და მის ანგარიშზე უცხოეთიდან 496 ათასი დოლარი გადარიცხა. თანხის ნაწილი შემდგომ პირად ანგარიშებსა და საზღვარგარეთ გადაიტანა. გამოძიების ფარგლებში 570 ათასი ლარის ეკვივალენტი თანხა დაყადაღდა. ფიზიკურ პირს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ბრალდებულის დასაკავებლად პროკურატურა სასამართლოს მიმართავს, რის შემდეგაც შესაძლოა ძებნა გამოცხადდეს.