გივი მიქანაძის ვიზიტი ჩინეთში - საჯარო ლექცია და შეხვედრა ქართველ სტუდენტებთან - Palitra News

გივი მიქანაძის ვიზიტი ჩინეთში - საჯარო ლექცია და შეხვედრა ქართველ სტუდენტებთან

2026-11-12 20:29:27+04:00

საქართველოს განათლების მინისტრმა ჩინეთში ვიზიტისას ლანჭოუს უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა და ქართველ სტუდენტებს შეხვდა. გივი მიქანაძემ ყურადღება საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ მრავალწლიან თანამშრომლობაზე გაამახვილა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ქართული განათლების სისტემის თავისებურებები და ის საგანმანათლებლო პროექტები, რომლებსაც საქართველო ჩინურ მხარესთან ერთად ახორციელებს.