უკრაინაში ომის დასრულებისკენ მიმართულ დიპლომატიურ მცდელობებს ახალი სამხედრო იერიშები ახლავს. აბუ დაბიში სამმხრივი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ რუსეთმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით მიიტანა იერიში, უკრაინამ კი რუსეთის ენერგეტიკულ და სამხედრო ობიექტებზე დარტყმები განაგრძო. პარალელურად, აშშ-ის წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ვლადიმერ პუტინს შეხვდნენ და აბუ დაბის მოლაპარაკებების შედეგები გააცნეს. პუტინმა მხარეებს შორის ტერიტორიულ საკითხებზე არსებული უთანხმოება კიდევ ერთხელ დაადასტურა.