იტალიაში, ქართველი მომვლელი ქალის დაკავების შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. იტალიური გამოცემის ცნობით, 53 წლის ქალი ნეაპოლში ხანდაზმულ ცოლ-ქმარს უვლიდა, თუმცა მუშაობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში გაუჩინარდა. გამოძიების ვერსიით, მან ოჯახიდან 50 ათასი ევრო ნაღდი ფული და 100 ათასი ევროს ღირებულების ოქროს სამკაულები მოიპარა. სავარაუდოდ, მან წყვილს საკვებში საძილე საშუალება შეურია. დაკავებისას ქალს იგივე პრეპარატი და ყალბი პირადობის მოწმობა აღმოაჩნდა.