რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში დასავლეთის ჩარევას ამტკიცებს - Palitra News

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში დასავლეთის ჩარევას ამტკიცებს

2026-11-13 09:40:34+04:00

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში დასავლეთის ჩარევას ამტკიცებს. უწყების პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ მაგალითად უცხოური გავლენის შესახებ კანონის გარშემო განვითარებული მოვლენები მოიყვანა. მისივე მტკიცებით, დასავლეთი კანონის გაუქმებასა და საპროტესტო განწყობების მართვას ცდილობდა. ზახაროვას ეს განცხადება რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შოიგუს გზავნილს მოჰყვა. შოიგუს მტკიცებით, 2024 წელს საქართველოს ხელისუფლებამ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა აღკვეთა. თბილისში რუსეთის წარმომადგენლების განცხადებებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და ექსპერტები გამოეხმაურნენ. მათი შეფასებით, მოსკოვისა და თბილისის ხელისუფლებების გზავნილები ერთმანეთს ემთხვევა, რადგან ორივე მხარე თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს დასავლეთის ინტერესების გამტარებლებად წარმოაჩენს.