ბავშვების ციფრულ გარემოში უსაფრთხოების საკითხები კომუნიკაციების კომისიისა და ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის ერთობლივი სამუშაო შეხვედრის მთავარი თემა იყო - Palitra News

ბავშვების ციფრულ გარემოში უსაფრთხოების საკითხები კომუნიკაციების კომისიისა და ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის ერთობლივი სამუშაო შეხვედრის მთავარი თემა იყო

2026-11-13 09:41:49+04:00

ბავშვების ციფრულ გარემოში უსაფრთხოების საკითხები კომუნიკაციების კომისიისა და ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის ერთობლივი სამუშაო შეხვედრის მთავარი თემა იყო. ღონისძიებაში ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით მომუშავე სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე საერთაშორისო გამოცდილება, მარეგულირებელი მექანიზმები და არსებული გამოწვევები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან დაკავშირებულ ახალ რისკებსა და შესაძლებლობებს დაეთმო. მონაწილეებმა უწყებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების გზებზე, სამომავლო პრიორიტეტებსა და ერთობლივი მუშაობის მიმართულებებზე იმსჯელეს.