დღეს ბრიუსელი ცდილობს დააზიანოს საქართველო ყველანაირად: ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი - ჩვენ გავაგრძელებთ ორმხრივ ვიზიტებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, რათა ჩვენი ხალხების, ჩვენი და წევრი ქვეყნების ხალხების სასარგებლოდ ვიმოქმედოთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
კითხვაზე, თუ ვინ უშლის ბრიუსელიდან სხვა ქვეყნებს საქართველოსთან ურთიერთობას, პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ „ბრიუსელის ბიუროკრატია - კაია კალასი და ის კომისრები, რომლებსაც ვხედავთ“.
„ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, როდესაც ვსაუბრობთ კაია კალასზე, ის გახლავთ, ფაქტობრივად, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი. რა თქმა უნდა, სწორედ ამ ოფისებიდან მიდის პირდაპირი მითითება დედაქალაქებში, რომ არ ჰქონდეთ კონტაქტი საქართველოსთან, რაც კიდევ ერთხელ, აჩვენებს საბჭოთა მოსკოვის მიდგომას. ქალბატონი კალასი, რომელიც ესტონეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში, საბჭოთა ნომენკლატურის ოჯახში დაბადებული და გაზრდილი ადამიანია, მართალია, სიტყვით განაგდებს ხოლმე საბჭოთა კავშირს, მაგრამ რაც წამოიღო საბჭოთა კავშირიდან, ეს არის საბჭოთა დამოკიდებულება, როდესაც თავს უფლებას აძლევს ქვეყნებს, პარლამენტებს, ხალხის მიერ არჩეულ ორგანოებს მითითებები მისცეს, ვისთან იმეგობრონ და ვისთან არ იმეგობრონ, ვის დაელაპარაკონ და ვის არ დაელაპარაკონ. მერე სწყინს ბატონ ჰერჩინსკის, საბჭოთა კავშირს რატომ გვადარებთო, ნუ მოიქცევით, როგორც საბჭოთა კავშირი და არავინ, არაფერს არ შეგადარებთ. თქვენ თვითონ იქცევით და ამ პარალელებს აღძრავთ იმ ხალხში, რომელთაც საბჭოთა კავშირი მართლა გამოვლილი აქვს. ამიტომ, რა თქმა უნდა, სამარცხვინოა, როდესაც ასე იქცევა ბრიუსელის ბიუროკრატია, რომელიც თავს უფლებას აძლევს დამოუკიდებელ ქვეყნებს ეს მითითებები მისცეს. ის, ვინც პატივს სცემს საკუთარ სუვერენიტეტს, ის წევრი ევროკავშირისა, უფლებას არ აძლევს ქალბატონ კაია კალასს და მის ოფისს, რომ დირექტივები და მითითებები მისცეს, როგორც საბჭოთა მოსკოვიდან რესპუბლიკებში აძლევდნენ ამ მითითებებს. სწორი აღმოჩნდა ის გზა, რომელსაც ჩვენ მივმართეთ, ორმხრივ ურთიერთობებზე რომ გავუსვათ ხაზი, ვინაიდან ვხედავთ, რომ დღეს, ბრიუსელი ცდილობს დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი.ა მას ცდილობს დღეს ბრიუსელი და მისი საელჩო საქართველოში. ვხედავთ, რომ ეს არის პირდაპირ მათი ქმედებები, როგორმე დაგვაზიანონ ქვეყანა და ხალხი და მათ შორის დააზიანონ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები წევრ ქვეყნებთან. გასაგებია, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია შეაჩერა თვითონ ბრიუსელმა. გავიგეთ, ამ მიმართულებას რაც შეეხება, რომ მათ სურთ, ინტეგრაციის პროცესში ბოიკოტი გამოუცხადონ საქართველოს, მაგრამ ორმხრივ ორმხრივ ურთიერთობებს რატომ აზიანებენ? გასაგებია, ევროკავშირთან მიმართებით მათი დამოკიდებულება, მაგრამ როდესაც ცდილობენ, რომ საქართველოს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთობები დააზიანონ, ეს უკვე საბჭოთა მოსკოვზე ცოტა უარესი ქმედებაა, როდესაც ამ დონეზე ცდილობ, რომ მავნებლობა ჩაიდინო, ქვეყანას დაუზიანო ორმხრივი ურთიერთობები სხვა ქვეყნებთან. ასე რომ, ამ ორმხრივ ურთიერთობებს შევეცდებით, რომელ ქვეყნებთანაც გვაქვს.
ევროკავშირთან სამი ათწლეულია ურთიერთობა ზოგან ინტენსიურად, ზოგან ნაკლებად ინტენსიურად, თუმცა ყველგან პარტნიორულად და მეგობრულად იყო,ა მიტომ ჩვენ ამ ურთიერთობების შენარჩუნებაზე ვზრუნავთ. სწორი აღმოჩნდა ის გზა, რომელსაც ჩვენ მივმართავთ. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ორმხრივ ვიზიტებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, რათა ჩვენი ხალხების, ჩვენი და წევრი ქვეყნების ხალხების სასარგებლოდ ვიმოქმედოთ“. აცხადებს პაპუაშვილი.