პარტია „ლელო-ძლიერი საქართველოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სამხრეთ ამერიკაში ავარიაში მოყვა.
პარტიის ინფორმაციით, შემთხვევა სავარაუდოდ 4 დღის წინ მოხდა. ავარიის შედეგად მამუკა ხაზარაძეს ნეკნების მოტეხილობა აღენიშნება.
როგორ პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ, მამუკა ხაზარაძე ამჟამად თავს კარგად გრძნობს და რეაბილიტაციის კურს გადის.