გენერალურმა პროკურატურამ დავით ფეიქრიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის საქმეზე 7 პირს ბრალი წარედგინა - რა არის ცნობილი საქმის დეტალებიდან - Palitra News

გენერალურმა პროკურატურამ დავით ფეიქრიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის საქმეზე 7 პირს ბრალი წარედგინა - რა არის ცნობილი საქმის დეტალებიდან

2026-11-13 15:41:40+04:00

გენერალურმა პროკურატურამ დავით ფეიქრიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის საქმეზე 7 პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის არიან ყოფილი მაღალჩინნები - პენიტენციური სამსახურის ყოფილი უფროსი, გიორგი პატარიძე და მე-8 დაწესებულების ყოფილი ხელმძღვანელი, რამაზ ფირცხალავა, რომელთაც, პროკურატურის ვერსიით, სამსახურებრივი უფლებამოსილება დაარღვიეს, დანარჩენმა 5 პირმა, მათ შორის ვატო და შოთა ყიფიანებმა, ასევე ავთო ბილანიშვილმა, იგივე კაწრომ, ფეიქრიშვილს ჯგუფურად სცემეს. პროკურატურის ვერსიით, ძალადობა 4 დღის განმავლობაში გრძელდებოდა.