ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმის საქმეზე სპეცრაზმელ გურამ კირკიტაძეს 5 წლით პატიმრობა და სამი წლით საქმიანობის უფლების შეზღუდვა მიესაჯა. როგავას განცხადებით, განაჩენის შესახებ პროკურორმა მისი გამოკითხვის გარეშე შეატყობინა. ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ საქმეზე სხვა სპეცრაზმელი გაასამართლეს, რეალური თავდამსხმელი კი კვლავ თავისუფალია. მისივე თქმით, საქმის პროკურორი, გიორგი ნადირაძე პროცესის დამთავრებამდე უწყებიდან წავიდა და ის ლაშა გამყრელიძემ ჩაანაცვლა.