ჟენევაში საქართველოსა და რუსეთის მონაწილეობით საერთაშორისო მოლაპარაკებების 68-ე რაუნდი გაიმართა - რა საკითხები განიხილეს შეხვედრაზე - Palitra News

ჟენევაში საქართველოსა და რუსეთის მონაწილეობით საერთაშორისო მოლაპარაკებების 68-ე რაუნდი გაიმართა - რა საკითხები განიხილეს შეხვედრაზე

2026-11-13 15:51:00+04:00

ჟენევაში საქართველოსა და რუსეთის მონაწილეობით საერთაშორისო მოლაპარაკებების 68-ე რაუნდი გაიმართა. შეხვედრის მთავარი საკითხები ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობა იყო. ქართულმა მხარემ ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ე.წ. არჩევნებიც დაგმო. დევნილთა დაბრუნების საკითხის განხილვისას კი რუსულმა დელეგაციამ მოლაპარაკებები კვლავ დატოვა.