აბუ დაბიში მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილზე თავდასხმის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, უსმან ნურმაგომედოვსა და მისი გარემოცვის ერთ-ერთ წევრს ექვს-ექვსი თვით პატიმრობა და 300 ათასი დირჰემის ჯარიმა შეეფარდათ. ქართველ სპორტსმენებს კი ინციდენტის ამსახველი ვიდეოს გავრცელებისთვის 50-50 ათასი დირჰემის გადახდა დაეკისრათ. მათ ჯარიმებს, არსებული ინფორმაციით, ორგანიზაცია Real American Freestyle დაფარავს. საბა ლაზიშვილის ძმის ცნობით, მერაბი და საბა დღეს, 17:00 საათზე უნდა გათავისუფლდნენ. ინციდენტი 11 ნოემბერს, აბუ დაბის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. დაპირისპირებაში მონაწილე პირები სამართალდამცველებმა დააკავეს.