ჩვენი პოზიცია ნათელია: ევროპის უსაფრთხოება და უკრაინის უსაფრთხოება განუყოფელია, ევროპა ნათელი და ერთიანი ხმით ილაპარაკებს მიმდინარე დიპლომატიურ ძალისხმევებში, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა დუბლინში ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.
„ევროპულ საბჭოზე ახლა განვიხილავთ უკრაინას და სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად მიმდინარე ძალისხმევებს.
ჩვენი პოზიცია ნათელია: ევროპის უსაფრთხოება და უკრაინის უსაფრთხოება განუყოფელია. და ჩვენი მიზანი იგივე რჩება: სამართლიანი და მყარი მშვიდობა უკრაინისთვის.
ევროპა ნათელი და ერთიანი ხმით ილაპარაკებს მიმდინარე დიპლომატიურ ძალისხმევებში,” - წერს კოშტა.