საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში სასამართლოსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის გრძელდება. მოსამართლეები დაინტერესდნენ წინა ხელისუფლების დროს ბიზნესის რეკეტისა და მედიის შეზღუდვის საკითხებით. ყურადღება გამახვილდა 4 ოქტომბრის აქციაზე, მის შესაძლო ძალადობრივ ხასიათსა და მასში ნაციონალური მოძრაობის როლზე.