პროკურატურამ, დავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის საქმეზე, პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორ გიორგი პატარიძესა და გლდანის ციხის ყოფილ დირექტორ რამაზ ფირცხალავას ბრალი წარუდგინა. ფეიქრიშვილის საკანში ცემის ფაქტზე ახალი ბრალდება წარედგინაც ე.წ კრიტიმალურ ავტორიტეტებსაც ვატო და შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავას. პატიმრის დედა მიიჩნევს, რომ 7 პირისთვის წაყენებული ბრალი არასწორი კვალიფიკაციისა და საქმე ჯგუფურად ჩადენილი წამების მუხლით უნდა წარიმართოს. პროკურატურის ინფორმაციით, ძალადობის შედეგად დავით ფეიქრიშვილმა მიიღო 4 ნეკნის, ხერხემლის მალების განივი მორჩების მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა. აღიარებენ თუ არა ბრალდებულები დანაშაულს და რას ითხობს პატიმრის ოჯახი?