ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმის საქმეზე სპეცრაზმელ გურამ კირკიტაძეს 5 წლით პატიმრობა და სამი წლით საქმიანობის უფლების შეზღუდვა მიესაჯა. ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ საქმეზე სხვა სპეცრაზმელი გაასამართლეს, რეალური თავდამსხმელი კი კვლავ თავისუფალია. საია მიიჩნევს, რომ პროკურატურა წამების სისტემური ხასიათის მიჩქმალვას ცდილობს.