პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირლანდიაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-9 სამიტს ესწრება. მთავრობის მეთაურის განმარტებით, ევროპაში არიან ლიდერები, რომელთაც საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესება ნამდვილად სურთ და რომელთა პოზიციებმაც შესაძლოა ევროპის საერთო დამოკიდებულებაზეც იმოქმედოს. ოპოზიციაში კობახიძს ამ მოსაზრებას არ იზიარებენ. ოპონენტები და ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის.