ჟენევაში საქართველოსა და რუსეთის მონაწილეობით საერთაშორისო მოლაპარაკებების 68-ე რაუნდი გაიმართა. შეხვედრის მთავარი საკითხები ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობა იყო. ქართულმა მხარემ ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ე.წ. არჩევნებიც დაგმო. დევნილთა დაბრუნების საკითხის განხილვისას კი რუსულმა დელეგაციამ მოლაპარაკებები კვლავ დატოვა.