მერაბ დვალიშვილზე თავდამსხმელებს 6-თვიანი პატიმრობა, ჯარიმა და დეპორტაცია მიესაჯათ - Palitra News

მერაბ დვალიშვილზე თავდამსხმელებს 6-თვიანი პატიმრობა, ჯარიმა და დეპორტაცია მიესაჯათ

2026-11-13 21:45:11+04:00

RAF-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა, ჩად ბრონსტაინმა დაადასტურა, რომ ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი აბუ დაბიში ორგანიზაციაში დაბრუნდა. 11 ნოემბერს, აბუ-დაბიში, UFC-ის მებრძოლი მერაბ დვალიშვილი და მოჭიდავე საბა ლაზიშვილი ფიზიკური დაპირისპირების მონაწილეები გახდნენ - ინციდენტი სასტუმროს ფოიეში მაშინ მოხდა, როცა მერაბ დვალიშვილს დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი თანმხლებ პირებთან ერთად თავს დაესხა. სასტუმროში მომხდარ ჩხუბში მონაწილეობდა საბა ლაზიშვილი.

მომხდართან დაკავშირებით სამართლებრივი პროცედურები დაიწყო. პოლიციამ დაპირისპირების ყველა მონაწილე პოლიციაში გადაიყვანა. მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის ფაქტზე, უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, ჯარიმა და დეპორტაცია მიესაჯათ, თავად მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი კი, ინციდენტის ამსახველი ვიდეოს გავრცელებისთვის დააჯარიმეს.