დავით ფეიქრიშვილის საქმეზე პროკურატურამ ბრალი კიდევ ხუთ პირს წარუდგინა. გამოძიების ვერსიით, მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის მიმართ ძალადობაში ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებთან ერთად პენიტენციური სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნებიც მონაწილეობდნენ. ბრალდებების წარდგენას ფეიქრიშვილის ოჯახის უკმაყოფილება მოჰყვა. ისინი კვალიფიკაციას არ ეთანხმებიან და სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასაც მოითხოვენ. საქმესთან დაკავშირებით კითხვები აქვთ ოპოზიციაშიც, სადაც მომხდარს პენიტენციურ სისტემაში არსებულ პრობლემებს უკავშირებენ და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.