საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 100 000 მოწამის ხსენების დღე აღნიშნა. მეტეხის ხიდზე კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ წამებულთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა და მრევლს ქადაგებით მიმართა. მან მოწამეთა ერთგულებისა და ქრისტიანული რწმენის მნიშვნელობაზე ისაუბრა, მრევლს კი წმინდანების მეოხებისკენ მოუწოდა. მსახურებას საქართველოს პრეზიდენტიც ესწრებოდა. ტრადიციულად, ხსენების დღეს მტკვარში ყვავილებიც გაუშვეს. ისტორიული ცნობებით, 1227 წელს ჯალალედინის ბრძანებით 100 ათას ქრისტიანს რწმენის შეცვლაზე უარის თქმის გამო თავი მოჰკვეთეს და მტკვარში გადაყარეს.