თავდაცვის სამინისტრომ აგვისტოს ომსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილ-დაშავებული სამხედროები დააჯილდოვა. მათ მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე შეხვდა, მადლობა გადაუხადა სამსახურისთვის და 2026 წელს სპორტულ ღონისძიებებში მიღწეული წარმატებისთვის მინისტრის სახელით მაჯის საათები გადასცა. მიმდინარე წელს სხვადასხვა შეჯიბრებაში სამინისტროს 32 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ გერმანიაში გამართული სპორტული ფესტივალის, შოტლანდიაში რთულ რელიეფზე მარშირებისა და ლისის ტბაზე საქველმოქმედო გარბენის მონაწილეები. სამინისტროს განცხადებით, სპორტული აქტივობები სამხედროების რეაბილიტაციასა და საზოგადოებაში ინტეგრაციას უწყობს ხელს.