საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბლინში ევროპის უსაფრთხოების პრინციპების შესახებ დეკლარაციას მოაწერა ხელი. დოკუმენტი 12 ნოემბერს მიიღეს და მას 40 ქვეყანა შეუერთდა. დეკლარაცია სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას, უკრაინის მხარდაჭერასა და ევროპის უსაფრთხოებაში ევროპული ქვეყნების აქტიურ მონაწილეობას ითვალისწინებს. ამასთან, იგი ახალი სამხედრო ალიანსის შექმნას ან კოლექტიური თავდაცვის ავტომატურ ვალდებულებას არ გულისხმობს. მმართველი გუნდი ხელმოწერას დადებით ნაბიჯად აფასებს, ოპოზიცია კი ხელისუფლების რიტორიკას აკრიტიკებს.