ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება - Palitra News

ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება

2026-11-14 12:59:25+04:00

ცოლ-ქმრის, სოსო სუჯაშვილისა და ნანა ფირანიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გია ძლიერაშვილს პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან გელოვანმა მიიღო. გამოძიების ინფორმაციით, 62 წლის ბრალდებულმა წყვილს თბილისში, კოსმონავტების ქუჩაზე, საკუთარ სახლთან ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. მკვლელობას ოთხწლიანი ქონებრივი დავა უძღოდა წინ. სუჯაშვილმა და ფირანიშვილმა ბრალდებულის დის ბინა აუქციონზე შეიძინეს, თუმცა გამოსახლების საკითხზე მხარეები ვერ შეთანხმდნენ. შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე მოლაპარაკებაც ჩაიშალა. ბრალდებულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.