ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მამაკაცი ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერეს. მისი პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის 49 შეკვრა „ტეტრა ჰიდრო კანაბინოლი“, ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც რვა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.